რომელია თქვენი რჩეული - ელიგამ თებერვალი-მარტის საუკეთესო გოლის ავტორის გამოვლენა დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT
რომელია თქვენი რჩეული - ელიგამ თებერვალი-მარტის საუკეთესო გოლის ავტორის გამოვლენა დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნული ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა თებერვალი-მარტის პერიოდში გატანლი ხუთი გოლი გამოარჩია და გულშემატკივრებს საუკეთესოს გამოვლენა მიანდო.

„თებერვალი-მარტის ხუთი საუკეთესო გოლი. რომელია თქვენი რჩეული?“ – ელიგის მიერ გულშემატკივრებისთვის შეთავაზებული გოლების ავტორები არიან:

1 – ზურაბ მუსელიანი („გაგრა“), რომელმაც წყალტუბოს „სამგურალის“ კარი ულამაზესი „მაკრატელათი“ აიღო.

2 – ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმის „დინამო“) – მან „სამტრედიას“ კარში თავით ორიგინალურად გაიტანა.

3 – თემურ შონია („გაგრა“) – გამოცდილამ ნახევარმცველმა „დინამო თბილისის“ მეკარე წინ გამოსული დაინახა და დაახლოებით 22-23 მეტრიდან ბურთი თავზე ეფექტურად გადაუგდო.

4 – ზვიად ნაჭყებია („სამტერდია“) – სამტერდიელთა თავდამსხმელმა ბათუმის „დინამოს“ მცველებს გვერდი კვარაცხელიას სტილში აუარა და ეფექტური გოლის ავტორი გახდა.

5 – ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმის „დინამო“) – ბრაზილიელი ლეგიონერის კიდევ ერთი გოლია ნომინირებული, რომელიც „გაგრას“ შორეული დარტყმით გაუტანა.

ხმის მიცემა შეგიძლიათ ამ ბმულზე