რომელი ნაკრებისგან უნდა ველოდეთ სიურპრიზს ევრობასკეტზე #1TVSPORT
რომელი ნაკრებისგან უნდა ველოდეთ სიურპრიზს ევრობასკეტზე #1TVSPORT

ფიბა-ს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა პუბლიკაცია, რომელშიც ჩამოთვლილია გუნდები, რომლებსაც 21-ე საუკუნეში ევრობასკეტზე მედალი არ მოუპოვებიათ. მათ შორისაა საქართველოს ნაკრები.

„ევროპის ჩემპიონატებზე ყოველთვის არიან გუნდები, რომლებიც ფავორიტების კატეგორიას არ განეკუთვნებიან, თუმცა დიდ სიურპრიზებს გვთავაზობენ.

მაგალითად, 2011 წელს ასეთი გუნდი ჩრდილოეთ მაკედონია იყო, რომელმაც მეოთხე ადგილი დაიკავა. არც პოლონეთისგან ელოდნენ 2022 წლის ევრობასკეტზე ნახევარფინალში გასვლას.

რომელი ნაკრები შემოგვთავაზეს სიურპრიზს 2025 წლის ევრობასკეტზე?“ – ვკითხულობთ ფიბა-ს საიტზე.

იქვე გამოკითხვაა, რომელშიც ხმების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა (ხმების 20%), პირველია ევრობასკეტზე ჩვენი თანაჯგუფელი ბოსნია და ჰერცეგოვინა (41%).

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტზე საქართველო კვიპროსის ჯგუფში ითამაშებს. მისი მეტოქეები იქნებიან – ესპანეთი, იტალია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, საბერძნეთი და კვიპროსი. პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.