რომაული დერბი „რომამ“ მოიგო, „ნაპოლი“ ისევ ლიდერია
რომაული დერბი „რომამ“ მოიგო, „ნაპოლი“ ისევ ლიდერია

იტალიის სერია A-ს მე-13 ტურში რომაული დერბი გაიმართა. ნომინალურმა მასპინძელმა „რომამ“ 2:1 დაამარცხა „ლაციო“.

მასპინძელმა მეორე ტაიმში დებიუტში მოიპოვა ორბურთიანი უპირატესობა – 49-ე წუთზე პეროტიმ პენალტით გახსნა ანგარიში, ნაინგოლანმა კი 53-ე წუთზე ორამდე გაზარდა უპირატესობა. „ლაციომ“ მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლო – 72-ე წუთზე პენალტი გაიტანა ჩირო იმობილემ.

„რომამ“ ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო და შეწყვიტა „ლაციოს“ ცხრამატჩიანი მოგებათა სერია. „რომა“ მესამე ადგილზეა, „ლაციო“ – მეხუთეზე.

შაბათის მეორე მატჩში „ნაპოლიმ“ „მილანს“ უმასპინძლა და ასევე 2:1 მოიგო. „მილანი“ პირველ ტაიმში საერთოდ არ შეხებია ბურთს მეტოქის საჯარიმოში, 33-ე წუთზე კი ინსინიე ბონუჩის გაექცა და ანგარიში გახსნა. გვერდითმა არბირტმა ოფსაიდი დააფიქსირა, მაგრამ ვიდეოგამეორების შემდეგ, გოლი ჩათვალეს.

მეორე ტაიმში ზელინსკიმ 2:0 გახადა ანგარიში მერტენსის პასით. „მილანმა“ მხოლოდ რომანიოლის გოლით უპასუხა კომპენსირებულ დროში.

მილანელები მეშვიდე ადგილზე არიან ცხრილში, „ნაპოლი“ კი 35 ქულით ისევ ლიდერია.