რომან კაკულიამ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა დასრულებულად გამოაცხადა 
რომან კაკულიამ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა დასრულებულად გამოაცხადა 

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ, სადაც „თიბისი ბანკის“ საკითხზე უნდა ემსჯელათ,  დასრულებულად გამოაცხადა.

მანამდე კი, რომან კაკულიამ ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც საფრთხის შემცველად მიაჩნდა „თიბისი ბანკის“ საკითხის საჯაროდ განხილვა.

„გუნდში ვიმსჯელეთ ამასთან დაკავშირებით, ჩვენ მაინც არგუმენტად მიგვაჩნია ის, რაც თქვა კობა გვენეტაძემ, რომ ამ საკითხის განხილვა შეიძლება შეიცავდეს საფრთხეს.  გუნდში როდესაც იყო მსჯელობა ვღებულობთ არგუმენტს, რომლის მიხედვითაც ამ დიალოგში შესვლა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს. მე ვიღებ გადაწყვეტილებას, რადგან მგონია, რომ ეს არის სწორი. ნახევრად ნათქვამ ინფორმაციას არ აქვს არავითარი აზრი“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

ამასთან, ოპოზიცია ითხოვდა, რომ სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მამუკა ხაზარაძესაც მისცემოდა.