რომან კაკულია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღოთ, ეს ცვლილებები პოლიტიკურ ცხოვრებაში მეტ ლეგიტიმაციას შემოიტანს
რომან კაკულია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღოთ, ეს ცვლილებები პოლიტიკურ ცხოვრებაში მეტ ლეგიტიმაციას შემოიტანს

დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები ყველა პოლიტიკურ ძალას, მხარდაჭერთა რაოდენობის მიუხედავად, მისცემს საშუალებას, ის იდეები გამოავლინონ, რის მიხედვითაც ლეგიტიმაციას ითხოვენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს ცვლილებები იყოს მიღებული. საკონსტიტუციო ცვლილებებს ვუჭერდი და დავუჭერ მხარს, რადგან საქართველოში დიდი ხანია, დამდგარია დრო, პოლიტიკურმა ძალებმა ლეგიტიმაცია თავიანთი იდეების საშუალებით მოიპოვონ და არა ვინმესთან ბრძოლის საშუალებით. ეს ცვლილებები ყველა პოლიტიკურ ძალას, მხარდაჭერთა რაოდენობის მიუხედავად, მისცემს საშუალებას, ის იდეები გამოავლინონ, რის მიხედვითაც ლეგიტიმაციას ითხოვენ. ვფიქრობ, საკონსტიტუციო ცვლილებები პოლიტიკურ ცხოვრებაში მეტ ლეგიტიმაციას შემოიტანს. დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული იქნება“, – განაცხადა რომან კაკულიამ.