რომან კაკულია - მხოლოდ ის პოლიტიკური ძალა შეიძლება იყოს საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგი, რომელსაც საკუთარი თავის იმედი არ აქვს
რომან კაკულია - მხოლოდ ის პოლიტიკური ძალა შეიძლება იყოს საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგი, რომელსაც საკუთარი თავის იმედი არ აქვს

ვფიქრობ, მოგროვდება პარლამენტართა რაოდენობა, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რომან კაკულიამ განაცხადა.

როგორც რომან კაკულიამ აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებები ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, რომელსაც უნდა თავისი იდეებითა და ხედვით საკუთარი ლეგიტიმაცია მოიპოვოს, ძალიან კარგი შესაძლებლობაა.

„მხოლოდ ის პოლიტიკური ძალა შეიძლება იყოს საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგი, რომელსაც ამ მოცემულობაში თავისი თავის იმედი არ აქვს. იმედი მაქვს, ყველა ლოგიკურად შეხედავს ამ ყველაფერს და მზადყოფნა ჩვენთან გუნდში ნამდვილად არის. ამას მხარს უჭერს ბევრი ოპოზიციური წარმომადგენელიც. ვფიქრობ, მოგროვდება რაოდენობა იმ პარლამენტარების, რომლებიც ამ ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს მიიღებენ“, – განაცხადა რომან კაკულიამ.