რომან კაკულია – ვალების განულების გადაწყვეტილება ნათელი დასტურია, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა სწორად არის დანახული
ვალების განულების გადაწყვეტილება არის ნათელი დასტური, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა სწორად არის დანახული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივის შეფასებისას განაცხადა.
„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა, რაც ბოლო პერიოდში ისმოდა, იყო ის, თუ რას ნიშნავდა, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობისგან გზავნილი მიიღო. ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება არის იმის ნათელი დასტური, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა სწორად იქნა დანახული. ამ გადაწყვეტილების შედეგი ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ნაწილისთვის შედარებით გაამარტივებს მომავალში ცხოვრებას და ისინი თეთრი ფურცლიდან დაიწყებენ თავიანთ ბიზნეს საქმიანობას“, – განაცხადა რომან კაკულიამ.