რომან კაკულია - უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილნი, რათა მთავარი მიზანი, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი არ დავაზიანოთ
რომან კაკულია - უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილნი, რათა მთავარი მიზანი, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი არ დავაზიანოთ

ჩვენ პოლიტიკოსებს ისე, როგორც არასდროს, გვმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე, რადგან  ჩვენ ვართ განსაკუთრებულად ახლოს ევროკავშირთან, ნებისმიერი საგარეო-პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც ქართული საზოგადოების ამ ყველაზე მნიშვნელოვან მიზანთან წინააღმდეგობაში მოვა, ცხადია ვერ ჩაითვლება სწორ ნაბიჯად ჩვენი ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რომან კაკულია დიმიტრი მედვედევის განცხადებას.

,,ჩვენი ურთიერთობა ევროპასთან ნიშნავს ევროპასთან ეკონომიკურ ურთიერთობას და იმ აუცილებელი, გრძელვადიანი და პროგნოზირებადი გარემოს არსებობას, რომლის გარეშეც ჩვენ ვერ მოვიზიდავთ იმ ინვესტიციებს, რაც საჭიროა ჩვენი ეკონომიკის მუშაობისთვის. ჩვენ საგარეო და საშინაო პოლიტიკას უნდა შევხედოთ ამ კონტექსტში. არ შეიძლება ცალკე განვიხილოთ საგარეო-პოლიტიკური ნაბიჯები, თუ ის ოდნავ მაინც დააზიანებს ჩვენი შიდა პოლიტიკის ამ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას, განვითარება ეკონომიკური უზრუნველყოთ ჩვენი ქვეყნისათვის“,- აღნიშნა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.

როგორც რომან კაკულიამ განაცხადა, საჭიროა ძალიან ფრთხილი, აწონ-დაწონილი საგარეო პოლიტიკის ყველა წახნაგი, რათა მთავარი მიზანი, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი არ დავაზიანოთ.

რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის თქმით, საქართველოს ნატო-ში შესვლა კატასტროფული შედეგებით დასრულდება. „ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს შესვლამ შესაძლოა, საშინელი კონფლიქტის პროვოცირება გამოიწვიოს. გაუგებარია, რა საჭიროა ეს ყველაფერი“,- განაცხადა მედვედევმა რადიო „კომერსანტ FM“-თან ინტერვიუში.