რომან კაკულია - შესაძლოა, ბანკებს ჰქონდეთ კიდევ ერთი-ორი თვით კრედიტების გადავადების შესაძლებლობა, მაგრამ ჯერ ამის ანალიზი უნდა გაკეთდეს
რომან კაკულია - შესაძლოა, ბანკებს ჰქონდეთ კიდევ ერთი-ორი თვით კრედიტების გადავადების შესაძლებლობა, მაგრამ ჯერ ამის ანალიზი უნდა გაკეთდეს

ეროვნული ბანკის შესაფასებელია, როგორ აისახა ბანკების პორტფელზე საპროცენტო განაკვეთების შემოსავლების დანაკლისი და როგორია ამის თანაფარდობა მათ მიერ მიღებულ დახმარებასთან, შესაძლოა, ჰქონდეთ კიდევ ერთი-ორი თვით კრედიტების გადავადების შესაძლებლობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რომან კაკულიამ განაცხადა.

სესხებზე საშეღავათო პერიოდის კიდევ სამი თვით გახანგრძლივებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს.

რომან კაკულიას განცხადებით, მათთვის, ვინც სამსახური დაკარგა სამთვიანი გადავადება საკმარისი არ არის, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბანკებისთვის ეს გარკვეული შემოსავლების დანაკლისი იყო, მეორე მხრივ კი, მათ მიმართ მოთხოვნაა, აქტიურად ჩაერთონ განვითარებისა და დაკრედიტების პროცესებში.

„თუმცა, რამდენად შეუძლიათ ეს ბანკებს, უნდა შევაფასოთ იქიდან გამომდინარე, რა ტიპის დანაკლისი მიიღეს მათ საპროცენტო განაკვეთების შემოსავლების დაკარგვით ზოგადად და როგორია ახლა თანაფარდობა იმ სახსრების, რომელიც დახმარების ფარგლებში მიეცათ, ეს ბალანსია დასანახი. მათ მიღებული დახმარების ფონზე, რაც ბანკებს მიეცათ და კიდევ ბევრი ნაბიჯები გადაიდგა მათ დასახმარებლად, შესაძლოა, ჰქონდეთ კიდევ ერთი-ორი თვის განმავლობაში ამის გაკეთების შესაძლებლობა, მაგრამ დაბეჯითებით ვერ გეტყვით, სანამ ამის მთლიანი ანალიზი არ გაკეთდება“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

დატოვე კომენტარი