რომან კაკულია საპენსიო სააგენტოს ხელფასებზე - პარლამენტარის ხელფასიც უნდა გაიზარდოს
რომან კაკულია საპენსიო სააგენტოს ხელფასებზე - პარლამენტარის ხელფასიც უნდა გაიზარდოს

პარლამენტარის ხელფასიც უნდა გაიზარდოს, – განუცხადა ჟურნალისტებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა საპენსიო სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე, რომლის მიხედვით საინვესტიციო საბჭოს წევრთა წლიური ხელფასი 60 ათას დოლარამდე იქნება.

„მაშინ, როდესაც პარლამენტარის ხელფასი არის ის რაც არის, ჩემი აზრით, ეს არ არის რელევანტური. მაშინ დავფიქრდეთ ზოგადად ადეკვატურობაზე პასუხისმგებლობისა და საერთოდ, საზოგადოების წინაშე მისაღები გადაწყვეტილებების ვალდებულებებზე“, – აღნიშნა კაკულიამ.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, უახლოეს პერიოდში პარლამენტში საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებს მოუსმენენ და მათ მიმართ არაერთი კითხვა დაისმევა.

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრთა ხელფასი წელიწადში 60 ათას დოლარამდე იქნება. შესაბამისი ვაკანსია უკვე გამოქვეყნდა და განაცხადების მიღება 5 აპრილამდე გაგრძელდება.