რომან კაკულია - სამწუხაროა, რომ აქციის პოზიტიური ნაწილი, თანადგომა გამოეცხადებინათ ზაზა სარალიძის მიმართ, ბევრმა პოლიტიკურმა ძალამ ცუდ ფერებში გადაიყვანა
რომან კაკულია - სამწუხაროა, რომ აქციის პოზიტიური ნაწილი, თანადგომა გამოეცხადებინათ ზაზა სარალიძის მიმართ, ბევრმა პოლიტიკურმა ძალამ ცუდ ფერებში გადაიყვანა

პოლიტიკოსები ზოგჯერ უნებურად აღიარებულ ჩვენებებს აძლევენ ხოლმე,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რომან კაკულიამ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის გუშინ გაკეთებული განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

შალვა ნათელაშვილის განცხადება რუსთაველის გამზირზე აქციების ორგანიზებას ეხებოდა.

როგორც კაკულიამ აღნიშნა, სამწუხაროა, რომ აქციის პოზიტიური ნაწილი, თანადგომა გამოეცხადებინათ ზაზა სარალიძის მიმართ, „ბევრმა პოლიტიკურმა ძალამ ცუდ ფერებში გადაიყვანა“.

ამასთან, კაკულიას თქმით, სამწუხაროა, რომ საზოგადოებას არ მიეცა საშუალება ბოლომდე გაეგრძელებინა პროტესტი.

„პოლიტიკოსები ზოგჯერ უნებურად აღიარებულ ჩვენებებს აძლევენ ხოლმე, არიან ასეთი პოლიტიკოსები ჩვენთან. საზოგადოება მათ კარგად იცნობს. მე ყველაზე კომენტარს არ გავაკეთებ. არის თემები, რომლებიც ხელის გულზე იმდენად დევს, რომ კომენტარს არც კი საჭიროებს და საზოგადოებას აქვს ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია.

სამწუხაროდ, ამ აქციის პოზიტიური ნაწილი, რომელიც იყო აბსოლუტურად ჯანსაღი საზოგადოების თანადგომის სურვილი ამ ადამიანის მიმართ, რომ ძალიან ცუდ ფერებში გადაიყვანა ბევრმა პოლიტიკურმა ძალამ.

მგონი ორიგინალური არ ვარ, როცა ამას ვამბობ და სამწუხაროა, რომ ამ საზოგადოებას არ მიეცა საშუალება ბოლომდე გაეგრძელებინა პროტესტი. ვაფასებ, როდესაც ადამიანები სახლიდან გამოდიან სხვა ადამიანების ტკივილის გამო. ჩვენი საზოგადოების წინსვლას უწყობს ხელს და ეს პროცესი რომ დააზიანეს სხვადსხვა პოლიტიკურმა ძალებმა, ესეც საზოგადოებამ კარგად აღიქვა და სწორი დიაგნოზი დასვა“,- განაცხადა კაკულიამ.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „რუსთავის 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციები ორგანიზებული იყო ოპოზიციური პარტიების მიერ.

როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის ლიდერები ტრიბუნასთან გასაგები მიზეზების გამო არ ჩანდნენ, რადგან, როგორც ნათელაშვილი ამბობს, საქმე შვილმოკლულ მშობლებს ეხებოდა.