რომან კაკულია – მომავალ მთავრობას საშუალება არ ექნება, არ კონცენტრირდეს იმ სეგმენტის პრობლემებზე, რაზეც მიანიშნებდა გიორგი კვირიკაშვილი
მომავალ მთავრობას საშუალება არ ექნება, არ კონცენტრირდეს სწორედ იმ სეგმენტის პრობლემებზე, რაზეც გუნდში იყო მსჯელობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რომან კაკულიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ის პატივს სცემს გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ კვირიკაშვილის დროს მინისტრთა კაბინეტი საკმაოდ ძლიერი იყო.
„მომავალ მთავრობას საშუალება არ ექნება, არ კონცენტრირდეს სწორედ იმ სეგმენტის პრობლემებზე, რაზეც მიანიშნებდა პრემიერი და გუნდშიც იყო ამაზე მსჯელობა. უღარიბესი ფენის, გაჭირვებული ადამიანებისადმი მთავრობის პოლიტიკის გარკვეულობა იქნება მთავარი გამოწვევა, რომელიც მომავალ მთავრობას ექნება და ამით საზოგადოება მოიგებს“, – აცხადებს რომან კაკულია.
მისი თქმით პრემიერ-მინისტრისა და მინისტრობის თითოეული კანდიდატის მიმართ პარლამენტი თავის პოზიციას ღიად დააფიქსირებს.