რომან კაკულია - მინდა, შევთავაზო „ენდიაის“, რომ მათაც აქვთ შესაძლებლობა, აღიდგინონ წლების წინ დაკარგული რეპუტაცია
რომან კაკულია - მინდა, შევთავაზო „ენდიაის“, რომ მათაც აქვთ შესაძლებლობა, აღიდგინონ წლების წინ დაკარგული რეპუტაცია

მინდა, შევთავაზო „ენდიაის“, მათაც აქვთ შესაძლებლობა, აღიდგინონ წლების წინ დაკარგული რეპუტაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რომან კაკულიამ განაცხადა „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (ენდიაი) პრეზიდენტის, დერეკ მიტჩელის განცხადებასთან დაკავშირებით.

„თუ საქმე ეხება არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებს, მე მინდა, შევთავაზო „ენდიაის“, რომ მათაც აქვთ შესაძლებლობა, აღიდგინონ რეპუტაცია, რომელიც სამწუხაროდ, დაკარგეს წლების წინ. მის მიმართ ჩემი რეკომენდაცია ასეთი იქნება“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ პრეზიდენტმა, დერეკ მიტჩელმა საქართველოში ვიზიტის დასრულებისას განაცხადა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საქართველოს რეგიონში დემოკრატიული ლიდერის პოზიციის განმტკიცების შანსი ეძლევა.