რომან კაკულია მიიჩნევს, რომ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია
რომან კაკულია მიიჩნევს, რომ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია მიიჩნევს, რომ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი წინა წლების პროექტებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია.

კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მნიშვნელოვანი იზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, ასევე თანხები პროფესიული სწავლებისთვის.

„ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა პროდუქტის უსაფრთხოების კანონიდან გამომდინარე ინსტიტუცია, რომელიც ქვეყანაში პროექტების უსაფრთხოებას ამოწმებს – ამ მიმართულებით ბიუჯეტმა
გაზარდა თანხები და დაკონკრეტდა ამ ინსტიტუციის ფუნქციები. არგუმენტები იყო ჩემთვის მთავარი მიზეზი,  რის გამოც, მე ჩემი ეკონომიკურ პოლიტიკის ჭრილიდან მხარი დავუჭირე ამ პროექტს”, – განაცხადა რომან კაკულიამ.

რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციის კრიტიკას იმის თაობაზე, რომ ბიუჯეტის პროექტი მთავარ გამოწვევას -სიღარიბის აღმოფხვრას ვერ პასუხობს, რომან კაკულიას აზრით, პროექტი შესაძლოა, იდეალური არ არის, თუმცა ის ბევრად სჯობს წინა წლების პროექტებს.

„კითხვას თუ ასე დავსვამთ, არის თუ არა იდეალურად შედგენილი ბიუჯეტი, იდეალურისგან ის ალბათ შორს არის, მაგრამ ჯობია წინა ბიუჯეტებს და უკეთესად ასახავს, რეალობას. მე პრინციპში მომავალში შესაძლებელს გავხდიდი მთავრობის ხარჯების უფრო მეტად შემცირებასაც კი. ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ მე უვადო პატიმრობასაც კი შემოვიღებდი სისხლს სამართლის კოდექსში, როდესაც საბიუჯეტო სახსრების ბოროტად გამოყენება ხდება და ნეპოტიზმსაც დავამატებდი ზედ, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა, მაგრამ ბიუჯეტის დაგეგმვაში უნდა გავყვეთ ჩვენს პრიორიტეტებს”, – განაცხადა კაკულიამ.