რომან კაკულია ხელისუფლებისა და ოპოზიციის მორიგ შეხვედრაზე - ცხადია, დიალოგი გარკვეულწილად ნიშნავს დათმობის მზაობას
რომან კაკულია ხელისუფლებისა და ოპოზიციის მორიგ შეხვედრაზე - ცხადია, დიალოგი გარკვეულწილად ნიშნავს დათმობის მზაობას

ცხადია, დიალოგი გარკვეულწილად ნიშნავს დათმობის მზაობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რომან კაკულიამ საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციისა და ხელისუფლების მორიგ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც დღეს გაიმართება.

„ზოგადად, როდესაც არსებობს დიალოგის სურვილი, ცხადია, დიალოგი გარკვეულწილად ნიშნავს დათმობის მზაობას. სხვა შემთხვევაში, დიალოგი აღარ ჰქვია ამას. როდესაც არის მზაობა დიალოგის, ორივე მხარე მოუწოდებს, საკუთარ თავში ეძებონ დათმობის რესურსები. სხვა შემთხვევაში მოლაპარაკებები, როგორც წესი, უშედეგოდ მთავრდება ხოლმე. იმედი მაქვს, რომ ორივე მხარე ამ პრინციპით იხელმძღვანელებს”, – განაცხადა კაკულიამ.

კითხვაზე, რამდენად შეიძლება, რომელიმე მხარემ პოზიცია შეიცალოს, კაკულიამ განაცხადა – „ნუ გავუსწრებთ მოვლენებს“.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით დღეს მორიგ შეხვედრას გამართავენ. შეხვედრა 18:00 საათისთვის არის დაგეგმილი.