რომან კაკულია გიორგი გახარიას - ყველა ობიექტური შემფასებელი თანხმდება, რომ თქვენ კარგად გაართვით თავი პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებს
რომან კაკულია გიორგი გახარიას - ყველა ობიექტური შემფასებელი თანხმდება, რომ თქვენ კარგად გაართვით თავი პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებს

ყველა ობიექტური შემფასებელი თანხმდება, რომ თქვენ კარგად გაართვით თავი პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, მაგრამ ახლა ჩვენ ვდგავართ ეკონომიკის გამოწვევების წინაშე, – განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტი პრემიერ-მინისტრი წლიურ ანგარიშს წარადგენს.

მისივე თქმით, არსებული რეალობიდან გამომდინარე, დღეს ქვეყანაში არის მზარდი ფასები, შემცირებადი შემოსავლები და, ამავე დროს, მთელ მსოფლიოში დაანონსებულია უმუშევრობის ტენდენცია.

აქედან გამომდინარე, საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ კითხვით მიმართა პრემიერ-მინისტრს – „ხომ არ იგეგმება უმუშევრებისთვის სოციალური დაცვის არსებული სისტემის გადახედვა, რათა ქვეყანა უფრო მომზადებული დახვდეს ამ გამოწვევას სამომავლოდ“, – აღნიშნა რომან კაკულიამ.