რომან კაკულია - რუსეთთან ფრენების აღდგენაზე საუბარი უნდა განიხილებოდეს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის გაგრძელებად
რომან კაკულია - რუსეთთან ფრენების აღდგენაზე საუბარი უნდა განიხილებოდეს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის გაგრძელებად

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, რუსეთთან ფრენების აღდგენაზე საუბარი უნდა განიხილებოდეს რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის გაგრძელებად.

„ფრენების აღდგენა უნდა განვიხილოთ, როგორც ამ შეხვედრის გაგრძელება. ფრენების აღდგენა მოუტანს საქართველოს იმას, რაც დაკარგა ამ უკანასკნელ პერიოდში: ტურისტების ნაკადს, შემოსავლებს, რომელმაც იმოქმედა ლარსა და ეკონომიკაზე და მის შემდგომ კიდევ უფრო განვითარებაზე, რადგან რუსეთი ჩვენი სავაჭრო პარტნიორიც არის.

რაც უნდა მნიშვნელოვანი იყოს ჩვენი სავაჭრო პარტნიორების დივერსიფიცირება და ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რუსეთს თავისი ნიშა აქვს ვაჭრობაში და ეს ნიშა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული“, – განაცხადა რომან კაკულიამ.