რომან კაკულია - დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის
რომან კაკულია - დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის

დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, რომელიც ცდილობს დანარჩენ მსოფლიოს საკუთარი თავი წარუდგინოს ადგილად, სადაც ერთ-ერთ საუკეთესო ბიზნესგარემოა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რომან კაკულიამ განაცხადა.

მისი თქმით, დავოსის ეკონომიკური ფორუმი, არის ადგილი, სადაც საერთაშორისო ეკონომიკის თემებით დაინტერესებული პირები ერთმანეთს მნიშვნელოვანი ინფორმაციას აწვდიან.

„პრემიერ-მინისტრს აქვს მკაფიო გზავნილები იმ შესაძლებლობებსა და შეთავაზებებთან დაკავშირებით, რაც საქართველოს აქვს და რომლითაც შესაძლოა, საინტერესო გახდეს პოტენციური ინვესტორებისთვის. ამ შესაძლებლობის ასე ოპტიმალურად გამოყენება და მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელმაც უნდა გაზარდოს საქართველოთი დაინტერესების ალბათობა ჩვენი პარტნიორების მხრიდან“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

 

დატოვე კომენტარი