რომან კაკულია - ბიზნესსექტორში პოზიტიური ტენდენციებია
რომან კაკულია - ბიზნესსექტორში პოზიტიური ტენდენციებია

ბიზნესსექტორში პოზიტიური ტენდენციები ფიქსირდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამი ინდიკატორი, რომელიც ბიზნესსექტორში არსებულ ტენდენციებს ახასიათებს – მთლიანი ბრუნვა, წარმოებული პროდუქციის და ბიზნესსექტორში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა, წინასაანგარიშო პერიოდთან შედარებით პოზიტიურ ზრდას აჩვენებს. ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ განაცხადა.

დეპუტატი „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც 2018 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა 19.7 პროცენტით, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა კი, 25 ათასით გაიზარდა გაიზარდა.

რომან კაკულიას შეფასებით, სწორედ ამ დადებით ტენდენციებს მოჰყვება ადამიანების პრობლემების მოგვარება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „საქსტატმა“ ჩაშალა ინდიკატორები მსხვილი, საშუალო და მცირე საწარმოების მიხედვით. საშუალო საწარმოებშიც მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს“, – განაცხადა კაკულიამ.

მისი თქმით, გამოწვევად რჩება მცირე საწარმოებში მეტი ზრდის მიღწევა, თუმცა როგორც დეპუტატი აღნიშნავს, გასათვალისწინებელია მთავრობის მიერ დაგეგმილი მთელი რიგი ღონისძიებები ფინანსებისადმი ხელმისაწვდომობის, ამ სექტორში მოღვაწე ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებისა და ბიზნესუნარების გაძლიერების კუთხით.

„ეს ყოველივე მცირე საწარმოების ბრუნვის, მათ მიერ გამოშვებული პროდუქციის და ამ სექტორში დასაქმებულ ადამიანთა უფრო მეტ ზრდას მოგვცემს“, – განაცხადა რომან კაკულიამ.