რომან კაკულია - ბიძინა ივანიშვილს ახასიათებს გადაწყვეტილებები, სადაც ქველმოქმედების მოტივაცია უფრო სჭარბობს, ვიდრე რამე სხვა
რომან კაკულია - ბიძინა ივანიშვილს ახასიათებს გადაწყვეტილებები, სადაც ქველმოქმედების მოტივაცია უფრო სჭარბობს, ვიდრე რამე სხვა

ვინც ბიძინა ივანიშვილის საქმიანობასა და მის მიდგომებს იცნობს, მისთვის ცხადია, რომ მას ისეთი გადაწყვეტილებების მიღება ახასიათებს, სადაც ქველმოქმედების მოტივაცია უფრო სჭარბობს, ვიდრე რაიმე სხვა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განუცხადა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა, რომ მზად არის, 60 მილიონ დოლარად გაასხვისოს სასტუმრო „პარაგრაფი“, რომელშიც 120 მილიონ დოლარზე მეტია ინვესტირებული.

კაკულიას თქმით, ბიძინა ივანიშვილის შეთავაზება ბიზნესის განვითარებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა.

„არ მგონია, ვინც მითქმა-მოთქმის ავტორია, მათთვის ამას რაიმეს მნიშვნელობა ჰქონდეს. მისი შეთავაზება დადებითი სცენარია. ასეთი პრეცედენტი იშვიათად მახსენდება. ეს ბიზნესისთვის უპრეცედენტო და დადებითი შეთავაზებაა, რომლის მოტივია ამ ადამიანის მიდგომებია, რაც მას გააჩნია, ქვეყნისა და ბიზნესის დახმარების თვალსაზრისით. წყალტუბოს ინიციატივაზე უამრავი ზარი განხორციელდა, რადგან უნიკალური შეთავაზებაა, ვისაც ბიზნესის კეთება უნდა. ფაქტობრივად, ესეც ქველმოქმედებაა თავისი შინაარსით“, – განაცხადა კაკულიამ.