რომან კაკულია – არსებობს პრინციპული საკითხები, თუმცა არ გამოვრიცხავ გარკვეული დათმობის შესაძლებლობას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რომან კაკულია მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მონაწილეობით დაგეგმილ პოლიტიკური დიალოგის მესამე რაუნდს ეხმაურება.
კაკულიას აზრით, როდესაც მხარეები შეხვედრის თაობაზე თანხმდებიან, ეს ნიშნავს, რომ მოლაპარაკების რესურსს ხედავენ.
„ამ შემთხვევაში, ხელისუფლების მხარეს პასუხისმგებლობა მეტია. გარკვეულ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება უნდა შედგეს, ორივე მხარე უნდა იყოს მზად, ცვლილებები განიცადოს პოზიციებმა. სხვაგვარად რა აზრი აქვს მოლაპარაკებას? მე ვხედავ მზაობას მმართველ გუნდში და მოვუწოდებ ოპოზიციას, ასეთი სულისკვეთებით მოვიდნენ შემდეგ მოლაპარაკებებზე“ ,- განაცხადა რომან კაკულიამ.
კაკულიას თქმით, არსებობს პრინციპული საკითხები, თუმცა აქვე არ გამორიცხავს, გარკვეულ დათმობაზე წასვლას.
„არსებობს პრინციპული საკითხები, თუმცა არ გამოვრიცხავ, დათმობის შესაძლებლობა განიხილებოდეს, მაგრამ დეტალებში ამ წუთას ვერ შევალ, რადგან აქ ლაპარაკია, რა ტიპის დათმობაზეა საუბარი, რომ არ უნდა დაირღვეს მმართველი გუნდის ძირითადი პრინციპები და მოტივაცია. ამიტომ, დაველოდოთ მოლაპარაკებებს. სულისკვეთება და სურვილი უნდა იყოს, გარკვეული დათმობების შესაძლებლობა მოიძებნოს საკუთარ პოზიციებში, სხვა შემთხვევაში მოლაპარაკება არც ყოფილა ოდესმე და არც იქნება, თუ ამის უნარს ვერ ხედავს მომლაპარაკებელი საკუთარ პოზიციებში“ ,- განაცხად რომან კაკულიამ.
მმართველი გუნდის წარმომადგენელი, ასევე, გამოეხმაურა ეუთო-ს რეკომენდაციების საკითხს და აღნიშნა, რომ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ნებისმიერი კომპეტენტური ორგანოს მოსაზრება საინტერესოა.
„ძალიან კარგი იქნება, თუ ასეთი რეკომენდაციები იქნება და ჩამოყალიბებაში ის მონაწილეობას მიიღებს საბოლოოდ პოზიციის“ ,- აღნიშნა კაკულიამ.