რომან კაკულია - არ მგონია, ჩვენს გუნდს რაიმე იმაზე მეტად აზიანებდეს, ვიდრე მაკო გომურის დაზარალებულად არცნობა
რომან კაკულია - არ მგონია, ჩვენს გუნდს რაიმე იმაზე მეტად აზიანებდეს, ვიდრე მაკო გომურის დაზარალებულად არცნობა

არ მგონია, ჩვენს გუნდს რაიმე იმაზე მეტად აზიანებდეს, ვიდრე მაკო გომურს დაზარალებული არ უწოდო, თუ ამის სამართლებრივი საშუალება გაქვს – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განუცხადა.

დეპუტატი 20-21 ივნისს დაზარალებული ადამიანების სტატუსთან დაკავშირებით საკანონმდებლო ხარვეზზე საუბრობს.

„ვიცით, ამ ადამიანის მიმართ რა ქმედებები ჩატარდა. ვიცით, რომ ყოველმხრივი მზაობა იყო, თუ შესაძლებელი იყო მისი რაიმე სახის დახმარება. ძალიან ცუდი საკანონმდებლო ხარვეზია, რომელიც ყველას უხერხულ მდგომარეობაში გვაყენებს და ეს უნდა გამოსწორდეს. ამ ხარვეზზე ცოტა წუხილით მაინც უნდა მიანიშნო, ეს იქნებოდა ჩემი შენიშვნა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ საკანონმდებლო დეფიციტზე კომენტარს აკეთებს”, – დასძენს კაკულია.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა 20-21 ივნისის მოვლენების მონაწილე პირებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვეს.