რომან კაკულია - არ მაქვს საფუძველი, ეჭვით შევხედო „სიტროენ ჯორჯიაზე“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას
რომან კაკულია - არ მაქვს საფუძველი, ეჭვით შევხედო „სიტროენ ჯორჯიაზე“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკირი პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ნდობას უცხადებს და დარწმუნებულია, რომ კომპანია „სიტროენ ჯორჯიასთან“ დაკავშირებულ საკითხზე სიმართლე დადგინდება.

„სააგენტოსა და მის მიერ ჩატარებულ სამუშაოებს ნდობას ვუცხადებ. არ მაქვს არავითარი საფუძველი, ეჭვით შევხედო სააგენტოს გადაწყვეტილებას. კონკურენციის სააგენტო გონივრულ ეჭვს ვერ ხედავს, რომ მოკვლევა დაიწყოს. ამ ეტაპზე თითოეული დეტალის გარკვევის საშუალება არ მქონია, მაგრამ ამ სააგენტოს პროფესიონალი ადამიანი ხელმძღვანელობს, ისინიც ახლა ნელ-ნელა იხვეწებიან და ის ფაქტი, რომ აპირებენ გააგრძელონ კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მაძლევს საფუძველს, რომ ვიფიქრო, სიმართლე დადგენილი იქნება მაღალი სტანდარტით“, – განაცხადა რომან კაკულიამ.