რომან კაკულია აცხადებს, რომ კორუფცია და ნეპოტიზმი უმკაცრესად უნდა ისჯებოდეს
რომან კაკულია აცხადებს, რომ კორუფცია და ნეპოტიზმი უმკაცრესად უნდა ისჯებოდეს

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია მიიჩნევს, რომ კორუფცია და ნეპოტიზმი უმკაცრესად დასჯადი უნდა იყოს.

მისი თქმით, ბიუჯეტის თანხებთან დაკავშირებული გადაცდომები სულ ცოტა 10 წლიანი პატიმრობით უნდა ისჯებოდეს.

„ეს უნდა იყოს აბსოლუტურად ხელშეუხებელი თემა. ასევე, უმკაცრესს გავხდიდი ნეპოტიზმთან დაკავშირებულ კანონმდებლობასაც. ეს ორი თემა უნდა მოიხსნას ერთხელ და სამუდამოდ. იმ ქვეყანაში, სადაც თანხები არის შეზღუდული საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მთავრობა რასაც ხარჯავს, სწორად ხარჯავს და კორუფცია არის გამორიცხული“, – განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ ამ თემას აუცილებლად დააყენებს.

მისივე თქმით, ნეპოტიზმი არ უნდა იყოს ჩვეულებრივი დანაშაული.