რომან კაკულია - 7 ნოემბერი იყო დღე, რომელმაც საზოგადოებაში ძალიან ნეგატიური მუხტი შემოიტანა
რომან კაკულია - 7 ნოემბერი იყო დღე, რომელმაც საზოგადოებაში ძალიან ნეგატიური მუხტი შემოიტანა

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მხოლოდ მცირე ნაწილმა შეძლო, საკუთარ შეცდომებზე ესაუბრა.

რომან კაკულიამ 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ამ დღემ საზოგადოებაში ძალიან ნეგატიური მუხტი გააჩინა.

„ნაციონალური მოძრაობის“ დიდმა ნაწილმა, მხედველობაში ლიდერები მყავს, ტრანსფორმაცია ბოლომდე ვერ გააკეთეს იმ გამოწვევების, რომლებიც მათ წინაშე იდგა. დღეს მხოლოდ ერთი ნაწილი ცდილობს გამიჯვნას, ფორმალურად მაინც, ვინც არ იყო დაკავშირებული სამართლებრივად ამ პროცესებთან. გამიჯვნის ძირითადი მიზეზი სწორედ ის იყო, რომ საკუთარ შეცდომებზე საუბრის უფლება მაინც მოიპოვონ. დანარჩენი ნაწილი ჩემი აზრით ამას სათანადოდ ვერ აკეთებს. სწორედ ამიტომ არ იზრდებოდა და ალბათ ვერც გაიზრდება მათი მხარდამჭერთა რიცხვი“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

დატოვე კომენტარი