რომან გოცირიძემ და ხატია დეკანოიძემ პარლამენტში დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომელიც 2024 წლის ბოლომდე რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვას კრძალავს
რომან გოცირიძემ და ხატია დეკანოიძემ პარლამენტში დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომელიც 2024 წლის ბოლომდე რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვას კრძალავს

რომან გოცირიძემ და ხატია დეკანოიძემ პარლამენტში დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომელიც 2024 წლის ბოლომდე რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვას კრძალავს.

როგორც ბრიფინგზე რომან გოცირიძემ განაცხადა, ეს იქნება დროებითი ზომა და წელიწად-ნახევრის შემდეგ, დაკვირვების ფონზე გადაწყვეტენ, გაგრძელდეს თუ არა აკრძალვა.

„დავარეგისტრირეთ კანონპროექტი, რომელიც 2024 წლის ბოლომდე, წელიწად-ნახევრის განმავლობაში საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ უძრავი ქონების შეძენის აკრძალვას ითვალისწინებს.. ვითარება ძალიან მძიმეა და ამან ჩვენს მოქალაქეებს ეკონომიკურად სერიოზულად დაარტყა. ფაქტობრივად, ადამიანებს ბინის შეძენა არ შეუძლიათ, იმდენად გაძვირდა ბინები ქვეყანაში. თუ 1 კვ. მ 800-900 დოლარი ღირდა, ახლა ფასი 2 000 დოლარამდე ასული. საქართველოში დღეისთვის დარჩენილია რუსეთის 120 000 მოქალაქე. მათ მიერ შარშან, ცხრა თვის განმავლობაში და მიმდინარე წლის ოთხი თვის განმავლობაში ნაყიდია 11 000 ბინა. ეს იმას ნიშნავს, რომ პროცესი თუ გაგრძელდა, ქვეყანაში უძრავი ქონება უფრო გაძვირდება. გარდა ამისა, იგი შეიცავს სხვა სერიოზულ საფრთხეებსაც. მათ შორის ქვეყნის როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური უსაფრთხოების კუთხით. ეს არის მორატორიუმი. წელიწად-ნახევრის შემდეგ დავაკვირდებით ვითარებას და მივიღებთ გადაწყვეტილებას, გაგრძელდეს თუ გაუქმდეს რეჟიმი, რომელსაც, როგორც დროებით ზომას, ვთავაზობთ დღეს პარლამენტს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.