რომან გოცირიძე – წყალტუბოს პროექტი ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის მიერ 20-მდე სანატორიუმის მისაკუთრებას
წყალტუბოს პროექტი ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის მიერ 20-მდე სანატორიუმის მისაკუთრებას, მის დაკონსერვებას, ზუსტად ისე, როგორც ათი წელიწადია, თბილისის ცენტრში უპატრონოდ აგდია „ლაგუნა ვერე“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, სახელმწიფომ უნდა ჩადოს ასეთი მოთხოვნა, რომ სამ წელიწადში რომელი სასტუმროც არ დასრულდება, ავტომატურად დაუბრუნდეს სახელმწიფოს.
„არავინ მსგავს პირობას არ ჩადებს. როდესაც ერთი ადამიანი ფლობს მსგავს ობიექტებს ყოველგვარი კონკურენციის გარეშე, მას არავითარი რესურსი არ ექნება მისი დატვირთვის, ტურისტების და დამსვენებლების მოზიდვისა. მონოპოლია და კონცენტრაცია ერთი ადამიანის ხელში ბიზნესს კლავს. ეს არის უზარმაზარი აქტივების ხელში ჩაგდების მორიგი მცდელობა, როგორც მან გააკეთა ბევრჯერ. რაც შეეხება მის დაპირებებს, ჩვენ კარგად ვიცით, რომ 140 მილიონიანი სოფლის ინტერნეტიზაციის პროგრამა შეგვპირდა და არ არის“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.