რომან გოცირიძე - ვხედავთ, ხელისუფლება როგორ უშლის ხელს ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ბევრი მუშაობაა საჭირო, რომ რეკომენდაციები შევასრულოთ
რომან გოცირიძე - ვხედავთ, ხელისუფლება როგორ უშლის ხელს ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ბევრი მუშაობაა საჭირო, რომ რეკომენდაციები შევასრულოთ

ვხედავთ ხელისუფლება როგორ უშლის ხელს ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბევრი მუშაობაა საჭირო, რომ რეკომენდაციები შესრულდეს.

„ევროკავშირის სტატუსის მისაღებად რეკომენდაციების ნახევარიც კი არ არის შესრულებული, რაც შესრულებულია, ფასადურია. გასაკეთებელი კიდევ ბევრია, ხელისუფლებას კინწისკვრით მივერეკებით, რადგან ჯერ განაცხადი არ შეჰქონდათ, აქციის შემდეგ შეიტანეს. ვხედავთ, ხელისუფლება როგორ უშლის ხელს ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ბევრი მუშაობაა საჭირო, რომ რეკომენდაციები შევასრულოთ. გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე თუ რაიმე შეღავათს გაგვიწევენ, ავანსად თვალს დახუჭავენ და სამომავლოდ გადაიტანენ ზოგიერთი რეკომენდაციის შესრულებას, ეს არ არის გამორიცხული, მაგრამ იმის იმედად ნუ ვიქნებით, რომ რომელიღაც ჟურნალისტმა დაწერა, სტატუსი იქნებაო“, – განაცხადა გოცირიძემ.

გუშინ, რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტმა, რიკარდ იოზვიაკმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ევროკომისია მაისში წარადგენს განახლებას უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სტატუსების შესახებ.