რომან გოცირიძე - ვერავის დააკავებენ, მოვიდნენ და დავხვდებით კარებში
რომან გოცირიძე - ვერავის დააკავებენ, მოვიდნენ და დავხვდებით კარებში

100 დღე კონსტიტუციის აღდგენისთვის, 100 დღე ოპოზიციის მოსათოკად, ეს არის აგრესიული განცხადებები, რომელიც ძალიან მძიმედ დაუჯდება „ქართულ ოცნებას“ და მის ახალ პრემიერ-მინისტრს. სჯობს, შეცვალონ რიტორიკა და დაიწყონ მოლაპარაკება ოპოზიციასთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებები, საკუთარი ამომრჩევლის ფუჭი გამხნევებაა.

„გახარიას გადადგომის შემდეგ მთლიანად გაშიშვლდა ხელისუფლების სახე. გახარიამ გაასწრო იმ მძიმე ხვედრს, რომელსაც ეს მთავრობა ვერ აიცილებს თუ ასე გაგრძელდა პროცესები. პრემიერ0მინისტრის გაქცევა ხელისუფლებიდან ეს ისეთი დარტყმა იყო, რომ მათ შოკიდან გამოსასვლელად სჭირდებათ მსგავსი შემაგულიანებელი განცხადებები. ვერავის ვერ დააკავებენ, აგერ ვართ, მოვიდნენ და დავხვდებით კარებში. წინააღმდეგობა არის როგორც საგარეო, ისე საშინაო“, – განაცხადა გოცირიძემ.

დატოვე კომენტარი