რომან გოცირიძე - უგულავას პოზიციაზე პარტიაში არ გვიმსჯელია, საკითხი ოპოზიციის გადასაწყვეტია, რომელიც არ არის ერთფეროვანი
რომან გოცირიძე - უგულავას პოზიციაზე პარტიაში არ გვიმსჯელია, საკითხი ოპოზიციის გადასაწყვეტია, რომელიც არ არის ერთფეროვანი

ეს გიგი უგულავას პოზიციაა, ამაზე პარტიაში არ გვიმსჯელია. რა თქმა უნდა, ეს ოპოზიციის გადასაწყვეტია, რომელიც არ არის ერთფეროვანი. ოპოზიცია არის განსხვავებული, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე გიგი უგულავას ინიციატივას, რომ ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ.

მისივე თქმით, ოპოზიცია უნდა იყოს კოორდინირებაში, მაგრამ ამავე დროს ოპოზიციური პარტიები პოლიტიკური კონკურენტები არიან.

„ეს არის ერთ-ერთი მოსაზრება, რომელსაც შეიძლება დაეთანხმო, ან – არა. ოპოზიციამ წინა არჩევნებში აჩვენა რამდენიმე წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი. რა თქმა უნდა, ოპოზიცია უნდა იყოს კოორდინირებაში, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ოპოზიციური პარტიები ამავე დროს არიან პოლიტიკური კონკურენტები. პოლიტიკური კონკურენციის შედეგად ჩამოყალიბებული კოალიციური ხელისუფლება არის საქართველოს დემოკრატიული გზით განვითარების მომავალი. ამ ხელისუფლებას შეცვლის კოალიცია. რა ფორმით იქნება ეს, პარლამენტში შესვლამდე თუ შესვლის შემდეგ, ამას გვაჩვენებს, პოლიტიკური პროცესი. დღეს ამ საკითხზე საუბარი, ჩემი აზრით, ნაადრევია“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.