რომან გოცირიძე - თუ დანარჩენი ოპოზიცია საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქზე ვერ შეთანხმდება, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ საკითხზე იმსჯელებს
რომან გოცირიძე - თუ დანარჩენი ოპოზიცია საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქზე ვერ შეთანხმდება, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ საკითხზე იმსჯელებს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ოპოზიციურ პარტიებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დააყენონ.

როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ პოზიციაზე კვლავ პრინციპულად დგას, ელოდება, პოლიტიკური პარტიების მხრიდან ერთი რომელიმე პარტიის ძლიერ კანდიდატზე კონცენტრირებას და მის მხარდაჭერას.

„უკვე დროა და იმედია, პარტიები შეთანხმებას მიაღწევენ. იმ შემთხვევაში, თუ ეს ვერ მოხერხდება, „ნაციონალური მოძრაობა“ საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქზე იმსჯელებს. ჩვენი პოზიცია ჯერ არის ლოდინი და ოპოზიციის მიმართ რჩევა – სჯობს, მხარი დაგიჭიროთ, კანდიდატი არ დავაყენოთ, მაგრამ ამისთვის საჭიროა, შეთანხმება. შეთანხმების მხარდამჭერები და იდეის ავტორები ჩვენ ვართ“, – განაცხადა გოცირიძემ.