რომან გოცირიძე სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეებს, რომლებმაც „რუსთავი 2“-ზე გადაწყვეტილება მიიღეს, სამარცხვინოებს უწოდებს
რომან გოცირიძე სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეებს, რომლებმაც „რუსთავი 2“-ზე გადაწყვეტილება მიიღეს, სამარცხვინოებს უწოდებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე სტრასბურგის სასამართლოს იმ მოსამართლეებს, რომლებმაც „რუსთავი 2“-ზე გადაწყვეტილება მიიღეს, სამარცხვინოებს უწოდებს.

ამის შესახებ რომან გოცირიძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

„ვაიმე, ევროპისადმი ნიჰილისტურ განწყობებს არ შევუწყოთ ხელი, ნუ ვაკრიტიკებთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს! გსმენიათ ხომ? ჰო და თუ გსმენიათ, ეს არის დიდი სისულელე. ის პალატა და ხუთი მოსამართლე, რომელმაც რუსთავთან დაკავშირებით ეს გადაწყვეტილება მიიღო, რამაც რვაასკაციანი ბიზნესისა და ქვეყნის დემოკრატიის ერთ-ერთი ფორპოსტის ჩამოშლა გამოიწვია, უნდა გრძნობდეს თავის პასუხისმგებლობას. ყველა უნდა იცნობდეს ამ სამარცხვინო მოსამართლეებს. European Court Of Human Rights (ECHR)“, – წერს რომან გოცირიძემ.