რომან გოცირიძე - შემოვდივარ წინადადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობისთვის დაწესდეს კრიტერიუმები, ჰქონდეს პოლიტიკური საქმიანობის სტაჟი, არ ატარებდეს წვერ-ულვაშს
რომან გოცირიძე - შემოვდივარ წინადადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობისთვის დაწესდეს კრიტერიუმები, ჰქონდეს პოლიტიკური საქმიანობის სტაჟი, არ ატარებდეს წვერ-ულვაშს

დაბლა დაწეული სტანდარტების გამო​, შემოვდივარ წინადადებით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატების შესარჩევად დაწესდეს რამდენიმე კრიტერიუმი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გოცირიძე წერს, თავად არ აპირებს კონკურსში მონაწილეობას.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ რამდენიმე პირის მიერ საკუთარი კანდიდატურის დასახელების შემდეგ, ბევრს გაუჩნდა მსგავსი გადაწყვეტილების მიღების სურვილი. დაბლა დაწეული სტანდარტების გამო ამ პროცესმა უმართავი ხასიათი რომ არ მიიღოს, შემოვდივარ წინადადებით, რომ კანდიდატების შესარჩევად დაწესდეს რამდენიმე კრიტერიუმი, კერძოდ:

1. უნდა იყოს კომპეტენტური,

2. უნდა ჰქონდეს პოლიტიკური საქმიანობის საკმაო სტაჟი,

3. უნდა იყოს მძიმეწონოსანი (რაშიც მხოლოდ ფიზიკური წონა არ იგულისხმება, თუმცა ესეც არ იქნებოდა ცუდი,  ქუჩის აქციების წინამძღოლობისათვის),

4. არ უნდა ატარებდეს წვერ-ულვაშს.

ვაპირებ თუ არ მივიღო მონაწილება ამ კონკურსში? სამწუხაროდ, არა. ვერ ვაკმაყოფილებ ბოლო, მეოთხე კრიტერიუმს“, – წერს რომან გოცირიძე.