რომან გოცირიძე - შარლ მიშელის დოკუმენტზე ჩვენი ხელმოწერით კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ერთგულება ამ შეთანხმებისადმი
რომან გოცირიძე - შარლ მიშელის დოკუმენტზე ჩვენი ხელმოწერით კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ერთგულება ამ შეთანხმებისადმი

შარლ მიშელის დოკუმენტზე ჩვენი ხელმოწერით კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ერთგულება ამ შეთანხმებისადმი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც გოცირიძე ამბობს, ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმის გამო, რომ „ მთავრობამ დღე ძალიან დიდი საფრთხე შეუქმნა ქვეყნის დასავლურ და ევროპულ მომავალს“.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს უჭერს მხარს. მიუხედავად იმისა, რომ არ ვაწერდით მას ხელს ამნისტიის გამო, ყოველთვის ვაცხადებდით, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ამ დოკუმენტის ეგიდით იქნებოდა წარმოდგენილი, ჩვენს მიერ იქნებოდა მხარდაჭერილი. მივიღეთ მონაწილეობა საკონსტიტუციო ცვლილებებშიც, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებში და ნებისმიერ გადაწყვეტილებას დავუჭერდით მხარს, ხოლო დღეს უკვე ჩვენი ხელმოწერით კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ერთგულება ამ შეთანხმებისადმი. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა იმის გამო, რომ დღეს ძალიან დიდი საფრთხე შეუქმნა მთავრობამ ქვეყნის დასავლურ და ევროპულ მომავალს, რომელიც აშკარად გადაიხარა რუსეთისაკენ. ეს ხელმოწერა ჩვენი მხრიდან, ასევე იყო პოლიტიკური ჟესტი და გაფრთხილება საერთაშორისო საზოგადოებისა, თუ რა საშიში ხელისუფლება არის ქვეყანაში“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოაწერა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტი 19 აპრილს გაფორმდა. შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ ხელმოწერა ორბელიანების სასახლეში გაიმართა. პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ მაშინ არ შეუერთდა დოკუმენტს. მოგვიანებით, „ქართულმა ოცნებამ“ დოკუმენტის ანულირების შესახებ განაცხადა და მიზეზად დაასახელა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უარს აცხადებდა შეთანხმების ხელმოწერაზე.