რომან გოცირიძე შალვა თადუმაძის კურსელებს სახინკლეში ეპატიჟება 
რომან გოცირიძე შალვა თადუმაძის კურსელებს სახინკლეში ეპატიჟება 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძემ გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის კურსელებს სახინკლეში ეტაპიჟება.

ამის შესახებ რომან გოცირიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, შალვა თადუმაძეს უსმენენ.

რომან გოცირიძემ შალვა თადუმაძეს ჰკითხა, რამდენი ადამიანი იყო მის ჯგუფში, რაზეც მოსამართლეობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ რამდენიმე ათეული.

„ცოტა არ იყოს მეწყინა, მეგონა 10-20 კაცი იქნებოდა, ძალიან დიდი ფინანსურ ზარალში გადავარდები მე, მაგრამ რას ვიზამ, რაც ჩანაფიქრი მაქვს უნდა ავასრულო. ჯგუფელებს გვარს არ ასახელებთ და რომელ სახინკლეში დადიოდით ის მაინც თქვით“, – მიმართა რომან გოცირიძემ შალვა თადუმაძეს.

გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ სახინკლეში არ დადიოდა.

„სახინკლეში არ დავდიოდით, აღნიშნული ინსტიტუტი იყო თავიდან 161- ე სკოლაში, შემდეგ გადავიდა 63-ე სკოლაში წინ იყო კინო „გაზაფხული“ და კაფე, სადაც ხშირად ვიყავით და ამის დოკუმენტებიც არსებობს“, – აღნიშნა თადუმაძემ.

რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ მოსამართლეობის კანდიდატის კურსელებს, რომლებიც ისეთივე დიპლომს წარადგენენ, რომელიც შალვა თადუმაძეს აქვს, ყველას სახინკლეში დაპატიჟებს.

„მინდა, მივმართო თქვენს კურსელებს, მეგონა იქნებოდა რამდენიმე ადამიანი, მაგრამ თქვენ თქვით რამდენიმე ათეული 100 ალბათ, ჩემი ერთი თვის ხელფასი ამით სამწუხაროდ აორთქლდება. მაგრამ მე მთელ თქვენს ჯგუფს ვთავაზობ, ვინც დაადასტურებს, რომ იყო თქვენი თანაკურსელი, ოღონდ არ მომატყუოთ, მე მექნება ხელში ეს თქვენი დიპლომი, ვინც ზუსტად ასეთ დიპლომს მომიტანს, ყველას ვეპატიჟები თბილისის უმაგრეს სახინკლეში“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.