რომან გოცირიძე შალვა პაპუაშვილს მიმართავს, ფინანსთა მინისტრის მიმართ რეგლამენტით გათვალისწინებული სანქციები გამოიყენოს
ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართავს, ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის მიმართ რეგლამენტით გათვალისწინებული სანქციები გამოიყენოს.
რომან გოცირიძე სანქციების გამოყენების მიზეზად ფინანსთა მინისტრის მხრიდან კონსტიტუციისა და რეგლამენტის დარღვევას ასახელებს. რომან გოცირიძემ შალვა პაპუაშვილისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ მან პარლამენტის წევრის კითხვით სახელმწიფო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს მიმართა, რომელთა ნაწილის მხრიდან დღემდე პასუხი არ მიუღია, რაც კანონის უხეში დარღვევაა.
„ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა ფინანსთა მინისტრი, რომელმაც კიდევ ერთხელ უპასუხოდ დატოვა ჩემს მიერ 2021 წლის 7 დეკემბერს გაგზავნილი პარლამენტის წევრის კითხვა. გთხოვთ, მოახდინოთ, შესაბამისი რეაგირება და მათ მიმართ გამოყენებულ იქნას პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული სანქციები”, – აღნიშნავს გოცირიძე.