რომან გოცირიძე -  სასწრაფოდ უნდა დაისაჯონ 5 ივლისის მოვლენების ორგანიზატორები და შემსრულებლები, ხოლო ხელისუფლებამ პოლიტიკური ფასი გადაიხადოს
რომან გოცირიძე - სასწრაფოდ უნდა დაისაჯონ 5 ივლისის მოვლენების ორგანიზატორები და შემსრულებლები, ხოლო ხელისუფლებამ პოლიტიკური ფასი გადაიხადოს

5 ივლისის ორგანიზატორები და შემსრულებლები სასწრაფოდ უნდა დაისაჯონ, ხოლო ხელისუფლებამ უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა უნდა გადადგეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

რომან გოცირიძემ გურამ ფალავანდიშვილის სახლში და „ალტ-ინფოს“ ოფისში საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვახტანგ გომელაურს პარლამენტში მისვლის წინ თავის მოწონება სურს.

„პირველ რიგში, მთავრობაში იგულისხმება ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ძალადობრივი ქმედებების პროვიკატორი და ინსპირატორი იყო. დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებისთვის თანამდებობიდან ვახტანგ გომელაური უნდა გადადგეს. ახლა დაიწყო ვიღაცების ჩხრეკა და რა ჩხრეკაა საჭირო, როცა ვიღაც ხისთავა, მოფაშისტო ელემენტი რუსთაველზე დგას და მოუწოდებს, რომ 100 მეტრის იქით მდებარე ოფისისკენ უნდა გაემართოს 500 კაცი საბრძოლველად? – ეს სიტყვა გამოიყენა და ახლა ამ ადამიანის ბინას ჩხრეკენ, ბინა კი არ უნდა გაჩხრიკო, უნდა მოკიდო ხელი, პანჩურით შეაგდო მანქანაში და წაიყვანო ციხეში. რა ჩხრეკა, რის ჩხრეკა, ეკრანებზე ჩანს ყველაფერი. ვახტანგ გომელაურს პარლამენტში მოსვლის წინ უნდა, თავის მოწონება და ვერ მოიწონებს, რადგან დამნაშავეა ხელისუფლება, რომელმაც მოძალადეები წაახალისა და დროზე არ დასაჯა“, – განაცხადა რომან გოცორიძემ.

დატოვე კომენტარი