რომან გოცირიძე - საპარლამენტო ბოიკოტი გრძელდება, სამწუხაროდ, ამ მდგომარეობაში „ქართულმა ოცნებამ“ ჩაგვაგდო, რადგან ჩვენზე უკეთ პარლამენტში მუშაობა არავინ იცის
რომან გოცირიძე - საპარლამენტო ბოიკოტი გრძელდება, სამწუხაროდ, ამ მდგომარეობაში „ქართულმა ოცნებამ“ ჩაგვაგდო, რადგან ჩვენზე უკეთ პარლამენტში მუშაობა არავინ იცის

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმს აგრძელებს. როგორც ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში რჩება, თუმცა საარჩევნო ბარიერის შემცირების მიზნით ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესში მონაწილეობას მიიღებს.

„ყველა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისას მონაწილეობას მივიღებთ, რომელიც ეხება, მაგალითად, საკონსტიტუციო ცვლილებებს. პროექტი პირველი მოსმენით მიღებულია და ახლა ამ საკითხზე შეფარვითი რევიზია დაიწყეს. სამწუხაროდ, გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ბოიკოტი არის ხელისუფლების იძულებითი ზომა. მათ შორის, ამას დამატებული საპროტესტო აქციები. სამწუხაროდ, ამ მდგომარეობაში „ქართულმა ოცნებამ“ ჩაგვაგდო, რადგან ჩვენზე უკეთ პარლამენტში მუშაობა არავინ იცის. მშვენივრად შეგვიძლია, კანონპროექტების შექმნა და ტრიბუნის გამოყენებაც, მაგრამ როცა არჩევნები ყალბდება, პროტესტის სხვა ფორმა რა უნდა იყოს, რაც ხელისუფლებას შეაგნებინებს, რომ არ შეიძლება ადამიანს თავისუფალი არჩევანი წაართვა და ის აარჩევინო, ვინც თავად არ უნდათ“, – განაცხადა გოცირიძემ.