რომან გოცირიძე - ბოიკოტი დიდხანს თუ გაგრძელდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია დაემსგავსება ფეხბურთელს, რომელსაც ტრავმის გამო ბევრი გაუცდა და ფორმადაკარგული დაუბრუნდა მოედანს
რომან გოცირიძე - ბოიკოტი დიდხანს თუ გაგრძელდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია დაემსგავსება ფეხბურთელს, რომელსაც ტრავმის გამო ბევრი გაუცდა და ფორმადაკარგული დაუბრუნდა მოედანს

საპარლამენტო ბოიკოტი კიდევ დიდხანს თუ გაგრძელდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია დაემსგავსება ფეხბურთელს, რომელსაც ტრავმის გამო ბევრი გაუცდა და ფორმადაკარგული დაუბრუნდა სათამაშო მოედანს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს.

საპარლამენტო ბოიკოტის საკითხზე გოცირიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

„საპარლამენტო ბოიკოტი კიდევ დიდხანს თუ გაგრძელდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია დაემსგავსება იმ ფეხბურთელს, რომელსაც ტრავმის გამო ბევრი გაუცდა და წონამომატებული და ფორმადაკარგული დაუბრუნდა სათამაშო მოედანს, სადაც ბევრს ვერაფერს აკეთებს“, – წერს რომან გოცირიძე.