რომან გოცირიძე - სამიტის შემდეგ კიდევ უფრო ენერგიული უნდა ვიყოთ და ნატო-ს შევახსენოთ, რომ ევროატლანტიკური სივრცე საქართველოს ორგანული ნაწილია
რომან გოცირიძე - სამიტის შემდეგ კიდევ უფრო ენერგიული უნდა ვიყოთ და ნატო-ს შევახსენოთ, რომ ევროატლანტიკური სივრცე საქართველოს ორგანული ნაწილია

საქართველოს მიმართ მხარდაჭერა ძალიან კარგია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, დაახლოებით სამი ათეული წელი გავიდა მას შემდეგ, რაც შევარდნაძემ პირველად განაცხადა, რომ ნატო-ს კარებზე უნდა დავაკაკუნოთ, ვაკაკუნეთ და კარები ახლა გაიღო, მაგრამ ცხრა წელია, ამ კარების შორიახლოს ვდგავართ, ერთ ადგილას ვიტკეპნებით და ფაქტობრივად, არ გადაგვიდგამს ნაბიჯი – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განუცხადა, რომელიც ნატო-ს სამიტზე კომუნიკეს მიღებას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, როცა კარები ღიაა, უნდა მიხვიდე და უთხრა – მოვედი.

„თუ არ შეაწუხებ, არავინ კალთებს არ დაგახევს. იმ რეფორმების ჩაუტარებლობა, რომელიც დემოკრატიას ეხება და აქტუალობის დაკარგვა ევროატლანტიკური თანამეგობრობის მიმართ, სამწუხაროდ, ამ შედეგზე მივდივართ – ვართ იქ, სადაც ცხრა წლის წინ ვიყავით. ამ სამიტის შემდეგ კიდევ უფრო ენერგიული უნდა ვიყოთ და ნატო-ს შევახსენოთ, რომ ევროატლანტიკური სივრცე საქართველოს ორგანული ნაწილია და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შესაჩერებლად მნიშვნელოვანია საქართველოს ნატო-ს წევრობა“, – განაცხადა გოცირიძემ.

ბრიუსელის ნატო-ს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნით დოკუმენტში გამოხატულია მხარდაჭერა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობისადმი.