რომან გოცირიძე - სამეგრელო ყოველთვის იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, ეს არაერთმა არჩევნებმა გვაჩვენა
რომან გოცირიძე - სამეგრელო ყოველთვის იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, ეს არაერთმა არჩევნებმა გვაჩვენა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე დარწმუნებულია, რომ ზუგდიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გაიმარჯვებს.

ჟურნალისტებთან საუბარში, რომან გოცირიძემ არ დააკონკრეტა, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება თუ არა გიული ალასანია.

„სამეგრელოში სამი კანდიდატიდან ორში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ისინი ძალიან სერიოზული კანდიდატები არიან, რომელთაც პირველივე ტურში გამარჯვების დიდი შანსი აქვთ. რაც შეეხება მესამე ოლქს, ახლა მთავრდება ჩვენი შიდა კვლევები და დავასახელებთ იმ კანდიდატს, რომელიც ყველაზე კონკურენტუნარიანი იქნება. სამეგრელო ყოველთვის იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი. ეს არაერთმა არჩევნებმა გვაჩვენა, მათ შორის, საპრეზიდენტო არჩევნებმა. ასევე, სანდრა რულოვსის იმ არჩევნებში მონაწილეობამ, რომელიც ხელისუფლებამ გააყალბა. იმედი გვაქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ სამეგრელოში პირველივე ტურში გაიმარჯვებს“, – განაცხადა გოცირიძემ.