რომან გოცირიძე - სალომე ზურაბიშვილმა კეთილი ინებოს და ვიდრე გვიან არ არის, მიიღოს გადაწყვეტილება პოლიტპატიმარ ნიკა გვარამიას შეწყალებაზე
რომან გოცირიძე - სალომე ზურაბიშვილმა კეთილი ინებოს და ვიდრე გვიან არ არის, მიიღოს გადაწყვეტილება პოლიტპატიმარ ნიკა გვარამიას შეწყალებაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრების გადაწყვეტილებით სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგა ევროკავშირში ქვეყნის დაჩქარებული გაწევრიანების პერსპექტივა.

მისივე თქმით, ნიკა გვარამიას უარის მიუხედავად, ვიდრე გვიან არ არის, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის საგარეო კურსზე, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება გვარამიას შეწყალების შესახებ.

„მიუხედავად იმისა, რომ დაპატიმრების შემთხვევაში შეწყალებაზე სალომე ზურაბიშვილს არ მიმართოთო, თქვა ნიკა გვარამიამ, ეს უკვე არ არის მხოლოს მისი პირადი საკითხი. ამ უგუნური გადაწყვეტილებით ბიძინა ივანიშვილმა სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირში ქვეყნის დაჩქარებული გაწევრიანების პერსპექტივა. სალომე ზურაბიშვილი არის პასუხისმგებელი ქვეყნის საგარეო კურსზე. კეთილი ინებოს და სანამ გვიან არ არის, მიიღოს გადაწყვეტილება პოლიტპატიმრის, ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ. ნუ გააჯანჯლებს, როგორც წინა შემთხვევებში, ნუ დაელოდება ზეწოლას ევროპისაგან და ამერიკისაგან. მერე გვიან იქნება“, – წერს რომან გოცირიძე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას სამი წლისა და ექვსი თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა, კახაბერ დამენიას 50 000 ლარის ჯარიმა დააკისრა, ზურაბ იაშვილი კი გაამართლა.