რომან გოცირიძე - საკითხი მარტივია, სააკაშვილი მოდის და მიდის ციხეში, ქართველი ხალხი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მას იქ დიდხანს არ დატოვებენ
რომან გოცირიძე - საკითხი მარტივია, სააკაშვილი მოდის და მიდის ციხეში, ქართველი ხალხი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მას იქ დიდხანს არ დატოვებენ

საკითხი არის ძალიან მარტივად, სააკაშვილი მოდის და მიდის ციხეში. ქართველი ხალხი ანუ ამომრჩეველი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მიხეილ სააკაშვილს ციხეში დიდხანს არ დატოვებენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის გათავისუფლება დროის საკითხი იქნება.

„უამრავი კითხვის დონეზე შეფასებები გავიგეთ. თურმე არ ჩამოვა თვითმფრინავით, ეს მანევრია და სადღაც საზღვრიდან შემოვა ან ხელისუფლება თურმე აპირებს, თვითმფრინავი დასვას სხვაგან. თუმცა ამათ მართლა ჭკუა არ მოეკითხებათ, მაგრამ ეს არის ძალიან სერიოზული საერთაშირისო სკანდალი. არა მხოლოდ სკანდალი, ეს არის საერთაშორისო დანაშაული. რუსეთში მართლა პუტინთან ხომ არ დასვამენ. დარჩა ერევანი და ტრაპიზონი, ამინდი რომ არ იყოს, 200 ადამიანს, მგზავრს, მის სიცოცხლეს რისკის ქვეშ რომ აყენებ, ეს იქნება წარმოუდგენელი.

საკითხი არის ძალიან მარტივად, სააკაშვილი მოდის და მიდის ციხეში. ქართველი ხალხი ანუ ამომრჩეველი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მიხეილ სააკაშვილს ციხეში დიდხანს არ დატოვებენ. მისი გათავისუფლება იქნება დროის საკითხი. როგორც შინ, ასევე გარეთ ყველამ იცის, რომ საქართველოში არ არსებობს სასამართლო, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა და გამოტანილი განაჩენი არის პოლიტიკურად მოტივირებული. ამ მოცემულობით მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა იქნება ძალიან მოკლე ხნით. როდესაც საუბარია მის ჩამოსვლაზე და არჩევნების კონტექსტში, ბუნებრივია, მისი გადაწყვეტილება არის მოტივირებული წინასაარჩევნო გარემოებით. ეს მისი პერსონალური გადაწყვეტილებაა. ის პოლიტიკურად დევნილია და ამ 8-წლიანი უსამართლო დევნილობის შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ გადადგას ასეთი ნაბიჯი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

დატოვე კომენტარი