რომან გოცირიძე - სახაროვის სახელობის პრემიაზე ლომჯარიას წარდგენა პარტნიორების თვალში ქვეყნის იმიჯს ამაღლებს
რომან გოცირიძე - სახაროვის სახელობის პრემიაზე ლომჯარიას წარდგენა პარტნიორების თვალში ქვეყნის იმიჯს ამაღლებს

ოპოზიციონერ დეპუტატ რომან გოცირიძის განაცხადებით, სახაროვის სახელობის პრემიაზე ნინო ლომჯარიას წარდგენა სასიამოვნო ფაქტია.

მისივე თქმით, ეს ფაქტი საქართველოს რეპუტაციისთვისაც კარგი იქნება.

„ეს სასიამოვნო ფაქტია და საერთაშორისო პარტნიორების თვალში ქვეყნის იმიჯს ამაღლებს. სახალხო დამცველის ინსტიტუტი იყო ერთადერთი დაწესებულება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ არ იყო. ლომჯარიამ შეძლო დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება ამ სფეროში, რომელმაც მრავალ წნეხს გაუძლო. ამიტომ იგი იმსახურებს ამ პრიზს, რომელიც ასევე ქვეყნის რეპუტაციისთვის კარგი იქნება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეკითხვაზე, რა პოლიტიკური წონა და გავლენა აქვს ნინო ლომჯარიას, გოცირიძემ განაცხადა:

ევროკავშირს არ აინტერესებს, ვინ მიიღებს პოლიტიკაში მონაწილეობას და ვინ არა. ეს შიდა პოლიტიკასთან არავითარ კავშირში არ არის. ნინო ლომჯარია წარდგენილია მისი წარსული მუშაობის შეფასებიდან გამომდინარე და ეს მუშაობა იყო დადებითი. ასე ვაფასებთ ოპოზიცია და ასე ფასებს ევროკავშირი. „ქართული ოცნებაა“ ერთადერთი, ვინც ნინო ლომჯარიას ლანძღავს, მის მუშაობას უარყოფითად აფასებს“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი აცხადებს, რომ ნინო ლომჯარია და ქართველი ხალხი სახაროვის სახელობის პრემიაზე წარადგინა.