რომან გოცირიძე - სახალხო დამცველის მოხსენება უკიდურესად საგანგაშოა, ამ მოხსენების შემდეგ ნებისმიერი თავმოყვარე მინისტრი გადადგებოდა
რომან გოცირიძე - სახალხო დამცველის მოხსენება უკიდურესად საგანგაშოა, ამ მოხსენების შემდეგ ნებისმიერი თავმოყვარე მინისტრი გადადგებოდა

სახალხო დამცველის მოხსენება უკიდურესად საგანგაშოა. ამ მოხსენების შემდეგ ნებისმიერი თავმოყვარე მინისტრი თანამდებობიდან გადადგებოდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

„ამ მოხსენების შემდეგ მინისტრი უნდა გადადგეს. როდესაც ქვეყანაში კრიმინალი არსებობს, ეს აუცილებლად გაჩნდება დახურულ სისტემაში. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ციხეში მაყურებლების გაჩენა და ფაქტობრივად ფინანსური-კრიმინალური სისტემის აღდგენა მოხდა. არის ციხეში კრიმინალი, არის კრიმინალური კულტურა გარეთ აყვავებული. ამ ქვეყანაში ხელისუფლების მიერ კრიმინალის გამოყენება საარჩევნო და სხვა მიზნებისთვის, გახდა ციხეში ამ ძალადობისა და კრიმინალის სუბკულტურის აღდგენის მთავარი მიზეზი. ხელისუფლებისთვის ფაქტობრივად ეს განაჩენია. ერთადერთი წარმატებული სფერო, რომელიც მათ ჰქონდათ ხელისუფლებაში მოსვლის საწყის ეტაპში, იყო ციხეებში მდგომარეობის მეტ ნაკლებად გაუმჯობესება. ესეც ფაქტობრივად ჩამოეშალათ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, 8-წლიანი მმართველობის შედეგია კრიმინალის აღორძინება, ეკონომიკური უიმედობა და სიღატაკე.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დღეს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს უსმენენ.