რომან გოცირიძე იმ ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის შეზღუდვის ინიციატივით გამოდის, რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული არ არის
რომან გოცირიძე იმ ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის შეზღუდვის ინიციატივით გამოდის, რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული არ არის

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, ისეთი ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემა შეიზღუდოს, რომელიც არ არის გათვალისწინებული საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით.

რომან გოცირიძე განმარტავს, რომ არსებული კანონის შესაბამისად, ახალი ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემა თითქმის ყოველთვიურად ხდება.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ახალი ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის შეზღუდვა მეწარმეებისთვის მეტი თავისუფალი სამოქმედო სივრცის შექმნას გამოიწვევს, რაც თავის მხრივ, არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნებასა და ახალი სამუშაო ადგილების წარმოქმნას უზრუნველყოფს.