რომან გოცირიძე - საია-ს ანგარიშს ვეთანხმები, ეს იყო ყველაზე ცუდი არჩევნები საქართველოს რამდენიმე ათწლიანი პერიოდის განმავლობაში
რომან გოცირიძე - საია-ს ანგარიშს ვეთანხმები, ეს იყო ყველაზე ცუდი არჩევნები საქართველოს რამდენიმე ათწლიანი პერიოდის განმავლობაში

საია-ს ანგარიშს, რა თქმა უნდა, ვეთანხმები, ეს იყო ყველაზე ცუდი არჩევნები საქართველოს რამდენიმე ათწლიანი პერიოდის განმავლობაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

„უნდობლობა არის მთავარი, რაც არის ხელისუფლების მიმართ და უნდობლობაა იმ კომისიის მიმართ, რომელიც სამწუხაროდ, დღეს ცესკო-ს თავმჯდომარეს ირჩევს. იქ არის ძალიან ბევრი კარგი, ობიექტური პროფესიონალი ადამიანი, რომელსაც ცესკო-ს თავმჯდომარედ სიამოვნებით დავეთანხმებოდი, მაგრამ ისეა ეს კომისია შეკოწიწებული, რომ აქამდე მოვა ვინმე ყურმოჭრილი მარიონეტი მთავრობის მიერ“,- განაცხადა გოცირიძემ.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგის ანგარიში მოამზადა. ორგანიზაციის განცხადებით, წინასაარჩევნო გარემო ძირითადად თავისუფალი იყო, თუმცა მას მნიშვნელოვანი პრობლემების გარეშე არ ჩაუვლია.