რომან გოცირიძე - როგორც ჩანს, შალვა ნათელაშვილს „ქართული ოცნების“ ტროლებმა „ფეისბუქი“ გაუტეხეს და სტატუსი დაუწერეს
რომან გოცირიძე - როგორც ჩანს, შალვა ნათელაშვილს „ქართული ოცნების“ ტროლებმა „ფეისბუქი“ გაუტეხეს და სტატუსი დაუწერეს

„ქართული ოცნება“ ყველაფრის მკადრებელია, თავიანთი ტროლებითა და ბოტებით შეძვრნენ შალვას „ფეისბუქში“ და ეს სტატუსი დაუწერეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ შალვა ნათელაშვილის ფეისბუქსტატუსის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

„როგორც ჩანს, შალვა ნათელაშვილს „ქართული ოცნების“ ტროლებმა „ფეისბუქი“ გაუტეხეს. „ქართული ოცნება“ ყველაფრის მკადრებელია, თავიანთი ტროლებითა და ბოტებით შეძვრნენ შალვას „ფეისბუქში“ და ეს სტატუსი დაუწერეს. მის სტატუსს წავიკითხავ და გეტყვით, არ ვიცი, ნამდვილია თუ არა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

დატოვე კომენტარი