რომან გოცირიძე - როცა პროკურორსა და მის მოადგილეს მოსამართლეობის პრეტენზია აქვთ, უზენაესი სასამართლო ჯალათების სასამართლო გახდება და არა პროფესიონალების ორგანიზაცია
რომან გოცირიძე - როცა პროკურორსა და მის მოადგილეს მოსამართლეობის პრეტენზია აქვთ, უზენაესი სასამართლო ჯალათების სასამართლო გახდება და არა პროფესიონალების ორგანიზაცია

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ვარაუდობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების ახალი სია გაცილებით უარესი იქნება, ვიდრე ის სკანდალური სია, რომელიც გასული წლის დეკემბერში წარადგინეს.

ჟურნალისტებთან საუბარში რომან გოცირიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის გასაუბრებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ წინა შემთხვევაში სია ე.წ. კლანის წევრებით იყო წარდგენილი, ახალი სია ბიძინა ივანიშვილის მოსამსახურეებით იქნება დაკომპლექტებული.

„როცა პროკურორსა და მის მოადგილეს პრეტენზია აქვთ, მოსამართლეები გახდნენ, უზენაესი სასამართლო ჯალათების სასამართლო გახდება და არა – პროფესიონალების ორგანიზაცია. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კეთილი ინებოს და ივანიშვილის ბოროტი დავალებების შესრულება შეწყვიტოს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

დატოვე კომენტარი