რომან გოცირიძე - რიგგარეშე სესია პრეზიდენტმა მოიწვია და სხდომა თუ არ ჩატარდება, ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ხალხს აბუჩად იგდებს, კონსტიტუციას ფეხქვეშ თელავს
რომან გოცირიძე - რიგგარეშე სესია პრეზიდენტმა მოიწვია და სხდომა თუ არ ჩატარდება, ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ხალხს აბუჩად იგდებს, კონსტიტუციას ფეხქვეშ თელავს

რიგგარეშე სესია პრეზიდენტმა მოიწვია და სხდომის არჩატარება იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს პატივს არ სცემს, ხალხს აბუჩად იგდებს და კონსტიტუციას ფეხქვეშ თელავს, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა რომან გოცირიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ მმართველ გუნდს არ უნდა, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება, ყველაფერი იმიტაციაა და მოჩვენებითად მუშაობენ. დეკემბერში დავინახავთ, რომ მათი ამოცანა კანდიდატის სტატუსის მიღება კი არ იყო, არამედ მათ ძალაუფლების შენარჩუნება უნდათ. ევროპა არ უნდათ, რადგან თავად ევროპაში არიან – ფულსაც შოულობენ, მოსახლეობის 99,9 პროცენტი მოწყვეტილია ევროპულ სიკეთეებს. ეს ყველაფერი იყო პატარა ტესტი. დავრწმუნდით, რომ მათ მათ ევროპული რეკომენდაციების შესრულება არ უნდათ და ჩვენი შიშები სწორი იყო“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.